19 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
ძალადობა ბავშვებზე - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მთავრობას რეკომენდაციებს უგზავნის

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, მთავრობას რეკომენდაციებს უგზავნის.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ბავშვების მიმართ ძალადობის შესახებ კვლევა სფეროების მიხედვით ჩაატარა. კვლევაში საუბარია ბავშვების ძალადობის შემთხვევებზე, როგორც ოჯახში, ისე სკოლებში.

შედეგების პრეზენტაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს გამართავს და ასევე მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ბავშვების სრულფასოვანი რეაბილიტაცია.

„აუცილებელია გაძლიერდეს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ინსტიტუტი, რადგან ისინი არიან პირველები ვინც ახდენენ რეაგირებას თუ ბავშვის მიმართ ძალადობა ფიქსირდება

ასევე საჭიროა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შესაბამისად იქნენ დატრენინგებული, უშუალოდ, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე როგორ უნდა მოახდინონ რეაგირება“- ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ნინო ჩიხლაძე.

დღის ამბები