18 ივლისი 2018,   11:01
ვრცლად
განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება - პრემიერი მინისტრობის კანდიდატებთან ერთად პარლამენტში მივიდა 

პარლამენტი მცირე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს. ამ წუთებში საკომიტეტო მოსმენები იწყება, რომელზეც მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან.

პარლამენტში უკვე იმყოფება პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამთავრობო პროგრამას გააცნობს დეპუტატებს. კომიტეტის სხდომებზე პირველ რიგში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მოუსმენენ, შემდეგ კი ეკონომიკურ გუნდს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ლევან დავითაშვილი ორ ძირითად მიმართულებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობისა და მწვანე ეკონომიკის სწრაფი განვითარება იგეგმება.

„ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტში. ერთი ეს არის გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო პროგრამა რომელიც შემდგომი სამი წლისთვის დაამტკიცა საქართველოს მთავრობას და მეორე არის სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია.

იცით, რომ აქცენტები გააკეთა მათ შორის პრემიერ მინისტრმა სწრაფ ზრდაზე, რომელიც იქნება ინკლუზიური ზრდა, შესაბამისად ჩვენს პროგრამებშიც აქცენტები გვექნება მწვანე ეკონომიკას“-აცხადებს დავითაშვილი.

საკუთარ პროგრამაზე ისაუბრებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დევნილების ეკონომიკური და სოციალური დახმარების საკითხებს მიექცევა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განხორციელების ინტენსიურ ფაზაში მიმდინარეობს.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ახლახან წარმოდგენილ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განხორციელების ფაზაში, თქვენ იცით რომ ამ ინიციატივას არამხოლოდ ქვეყნის შიგნით და მათ შორის საზოგადოებების მხრიდან გამყოფი ხაზების მეორე მხარესაც აქვს მოლოდინები და გამოხმაურებამ, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც.

დევნილების საკითხიც იქნება მთლიანად მთავრობისათვის ძალიან პრიორიტეტული და აუცილებლად გაგრძელდება ეფექტურად მათი სოციალური უზრუნველყოფა და ეკონომიკური მიმართულებით დახმარება“- განაცხადა ციხელაშვილმა.

 

დღის ამბები