25 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში ახალი ავტომობილები შემოვიდეს - კალაძე პრემიერის ინიციატივას ეხმაურება

დედაქალაქის მერი პრემიერის ინიციატივას ეხმაურება. საუბარია, საწვავის ხარისხისა და ძველი ავტომობილებით გარემოს დაბინძურების პრობლემაზე. კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რათა საწვავის და განსაკუთრებით დიზელის ხარისხი იქნას ამაღლებული.

გარდა ამისა, როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა დედაქალაქში მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს და ავტოპარკი განახლდეს.

"მინდა გამოვეხმაურო პრემიერ- მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მოხდეს საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები, ანუ ხარისხი იქნას ამაღლებული. რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მგონია, რომ რაც შეიძლება მალე არის გასაკეთებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის საწვავი, განსაკუთრებით საუბარია დიზელის მიმართულებაზე

ასევე უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში, „რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

პირიქით, მგონია, უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა. იცით, რომ ელექტრომობილებზე საერთოდ მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომელიც მე მგონია, რომ ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს და მოხდეს პარკის განახლება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები