24 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში - ლევან იზორია

ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში - ეს განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა გააკეთა. 

ლევან იზორიამ ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტთან დაკავშირებით, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა. 

ამ წუთებში კანონმდებლები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. იზორიამ იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც ალიანსმა საქართველოსთან მიმართებაში გააჟღერა. 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ დეკლარაციაში რომელიც მიიღეს ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. 

"ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული იმ რეფორმების და პროგრესის შესახებ, რომელიც ზოგადად ქვეყნას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოდერნიზების და რეფორმებთან დაკავშირებით. ითქვა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას განსაკუთრებით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ მთავარი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რაც უკავშირდება ადეკვატურ დაფინანსებას,"-განაცხადა ლევან იზორიამ. 

დღის ამბები