18 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
2011 წელს სტრასბურგში 395 საქმე შევიდა, შარშან კი 89...რეფორმების უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროსგან იყო ინიცირებული - წულუკიანი

გატარებული რეფორმების უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროსგან იყო ინიცირებული - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს ამ წუთებში უსმენენ. წულუკიანმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს სწორი და გამართული მუშაობით იქნა მიღწეული. თეა წულუკიანის განცხადებით, საერთაშორისო წარმატების ნათელი მაგალითი ისიც არის, რომ 2011 წელთან შედარებით სტრასბურგის სასამართლოში შესული სარჩელების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

"საერთაშორისო წარმატებები იყო არაერთი.მე გამოვყოფ მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელსაც მე 10 წელი იურისტის რანგში ვემსახურე, როდესაც მე იქ ვმუშაობდი მაგალითად 2011 წელს, იმიტომ რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა მიდიოდა, წელიწადში ჩემს მაგიდაზე განსახილველად შემოდიოდა 300-400 და უფრო მეტი საქმე. 2011 წელს ეს იყო მაგალითად 395 ახალი საქმე, რომელთაგან 95% იყო დასაბუთებული, შარშან შევიდა 89 საქმე. 395-დან 89 საქმეს შორის ალბათ, ციფრები თავის თავზე მეტყველებს და ამ 89 საქმიდან უმრავლესობა არის მიუღებელი, ანუ დაუსაბუთებელი.

წარმატება არის ხელშესახები და ეს იმ რეფორმების შედეგია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ, უმრავლესობა მათგანი კი იყო ხოლმე იუსტიციის სამინისტროს ინიციტივით თქვენს წინაშე წარმოდგენილი“- განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტში დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, მცირე მთავრობას საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დაამტკიცებენ. როგორც ცნობილია, მინისტრის თანამდებობას ყველა ძალოვანი უწყების მინისტრი მათ შორის იუსტიციის მინისტრიც ინარჩუნებს. 

დღის ამბები