23 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
„ცინიზმით სავსე გამოსვლა იყო, რადგან ის კანონები, რომელშიც უნდა ჩავიხედოთ არის წულუკიანის მომზადებული" - კახიძე წულუკიანს პასუხობს

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს, საპარლამენტო უმცირესობა ცინიზმით სავსეს უწოდებს.

კახიძე ამბობს, რომ წულუკიანი ოპოზიციას იმ კანონებში ჩახედვისკენ მოუწოდებს, რომელიც თავად დაწერა და რომელიც სისტემის მთავარ ხარვეზებს განაპირობებს.

„ცინიზმით სავსე გამოსვლა იყო, რადგან ის კანონები, რომელშიც უნდა ჩავიხედოთ  არის წულუკიანის მომზადებული.

ის კანონები, რომელიც საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე დანიშნოს მოსამართლეთა ორი მესამედი, ის სავიზო შეზღუდვები რომელიც მან შემოიღო, არის ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმა, რომელიც ჩვენმა ეკონომიკამ განიცადა. რეჟიმი,რომელიც ჩვენ უკვე პრაქტიკულად თავს გვახვევს მიუღებელ ფიგურას უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თანამდებობაზე,  იმიტომ რომ, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილია ამგვარი, ამიტომ სანამ არ დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას მანამდე გვეყოლებიან ასეთი მინისტრები“-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

წულუკიანმა დღეს საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, რომლებიც მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. წულუკიანის განცხადებით, ის მხოლოდ კანონპროექტების ინიცირებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო რაც მართლმსაჯულების სისტემაში ხდება მის კომპეტენციას სცდება.

 

დღის ამბები