23 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ? იცნობთ თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს? - ოპოზიციის კითხვები ეკონომიკის მინისტრს

„ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ და რომელსაც ჩვენ უნდა ვენდოთ და რატომ უნდა ვენდოთ და რატომ უნდა ვენდოთ, ვის იცნობთ?“ - ამ კითხვით პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას მიმართა.

საპარლამენტო ოპოზიცია დაინტერესდა, იმ პირობებში, როდესაც გიორგი ქობულიას საქართველოში არავინ არ იცნობს, მისი მინისტრად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ვინ მიიღო.

„ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ და რომელსაც ჩვენ უნდა ვენდოთ და რატომ უნდა ვენდოთ და რატომ უნდა ვენდოთ, ვის იცნობთ? თქვენი კანდიდატურა საიდან წამოვიდა? თქვენ იცნობთ თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ან გქონიათ თუ არა მასთან რაიმე შეხება ან მის ბიზნეს გარემოცვასთან? ან რუსეთში თქვენი მუშაობის პერიოდში, თქვენ ძირითადად მუშაობდით გაზის და ნავთობის სექტორში, როგორც აქ წერია და Google-ში, კიდევ უფრო მეტად არის თქვენი სამუშაო დახასიათებული, რომ თქვენ კონსულტირებდით ამ სექტორს რუსეთში, რამე შეხება გქონდათ თუ არა ბატონ ბიძინასთან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საპასუხო არგუმენტები მოჰყვა და "ქართული ოცნების" წევრებმა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალიას დანიშვნა შეახსენეს.

საპარლამენტო ოპოზიციის კითხვების რკინიგზის გადაზიდვების შემცირებასაც შეეხებოდა. მათ აინტერესებდათ, რატომ შემცირდა გადაზიდვები იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს რკინიგზას პრემიერი, მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.

ასევე, ეკონომიკის გუნდის მინისტრობის კანდიდატებს კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც დაუსვეს. მათ ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი საპენსიო რეფორმის გაგრძელებას ქვეყანაში.

დღის ამბები