20 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
"15–20 წლის განმავლობაში არა თუ რეფორმა ხელშესახები არაფერი არ გაკეთებულა" - გახარია საგამოძიებო კომპონენტზე საუბრობს

პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატები კანონმდებლების მხრიდან ნდობის გამოცხადებას ელოდებიან საკუთარი უწყებების მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

შს მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, შესაძლებელია, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა აკრიტიკონ შს სამინისტრო, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიმართულებით ბოლო 15 წელია არაფერი გაკეთებულა.

"შეგვიძლია უფრო მეტად ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, 15–20 წლის განმავლობაში არა თუ რეფორმა ხელშესახები არაფერი არ გაკეთებულა.

ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება, მოგეხსენებათ, რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ამ რეფორმების,"-განაცხადა გახარიამ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საკუთარ გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. ციხელაშვილის განცხადებით, უწყებამ შეძლო მიმდინარე ოკუპაციისა და სხვადასხვა პროვოკაციების ფონზე მშვიდობა შეენარჩუნებინა და ახალი ესკალაცია ან ომის თავიდან აცილებაც შეძლო.

დღის ამბები