25 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
რაც მექნება სათქმელი გავაკეთებ განცხადებას, როცა ამის დრო მოვა - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს არ უარყოფს. თუმცა დეპუტატი აცხადებს, რომ "როცა დრო მოვა" განცხადებას ბრიფინგზე გააკეთებს.  

„მე, რაც მექნება სათქმელი, მე თვითონ გავაკეთებ განცხადებას, როცა ამის დრო მოვა და მე გადავწყვეტ, როდის იქნება დრო. არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. გითხარით რისი თქმაც მინდოდა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კულუარებში არც იმას გამორიცხავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს და სწორედ ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. სალომე ზურაბიშვილი 2016 წლის არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარი იგივე სცენარით გახდა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები