25 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
იყოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ღირსების მქონე ადამიანებს რცხვენიათ - რომან გოცირიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე

„იყოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ღირსების მქონე ადამიანებს რცხვენიათ,“ - ამ განცხადებით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებისას "ქართული ოცნება" მხარს, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს.

რომან გოცირიძის თქმით, მმართველ პარტიას კონკურენტუნარიანი კანდიდატი არ ჰყავს.

„იყოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ღირსების მქონე ადამიანებს რცხვენიათ, თავად ივანიშვილმა თქმა, რომ 5 კაცს შესთავაზა და ხუთივემ უარი უთხრა. ახლა ეძებენ უცხოეთში, ამბობენ ერთ პიროვნებაზე, რომელიც სტრასბურგში მუშაობს, ამბობენ აშშ-ში ელჩზე და ა.შ. მათ არცერთი კონკურენტუნარიანი კანდიდატი არ ჰყავთ,“ - განაცხადა გოცირიძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები