23 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
„ევროპულ საქართველოს" ეყოლება თავისი ძლიერი კანდიდატი - ოთარ კახიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე

„ევროპულ საქართველოს" ეყოლება თავისი ძლიერი კანდიდატი და თუ ხელისუფლება თავის კანდიდატს არ დააყენებს, ეს მათი გადასაწყვეტია, „ევროპული საქართველო“ იბრძოლებს გამარჯვებისთვის,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ გააკეთა.

ოთარ კახიძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი.  კახიძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ყველაზე ძლიერი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, ჩემი შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იქნება ყველაზე ძლიერი და ამის შესახებ სულ მალე შეიტყობს საზოგადოება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს და სწორედ ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.  სალომე ზურაბიშვილი 2016 წლის არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარი იგივე სცენარით გახდა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები