25 აპრილი 2024,   20:49
ვრცლად
პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს მართავს. გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

"ქართული ოცნებასთან" შეხვედრა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. უმრავლესობის განცხადებით, პრეზიდენტს თავისი კანდიდატურა არ დაუსახელებია, თუმცა დეტალურად მოისმინა არგუმენტები, თუ რა პრინციპით შეირჩა აჭარის მთავრობის მეთაურობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", დეპუტატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა მათი შეფასებები და პოზიცია დასახელებულ კანდიდატთან დაკავშირებით მოისმინა.

"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი კანდიდატი ჰყავს, მაგრამ დღეს მისი ვინაობა არ დასახელებულა. ოპოზიციაში კონსულტაციებს განაგრძობენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი მხარს უმრავლესობის კანდიდატს დაასახელებს.

რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსს" პრეზიდენტთან შეხვედრის კმაყოფილია ზაზა ოქუაშვილიც. დეპუტატი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა უმრავლესობის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს. რაც შეეხება დემოკრატიულ მოძრაობას დეპუტატი გია ცინცქილაძე არ გამორიცხავს, რომ  მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციამ კონსულტაციები ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით დაიწყოს.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა, ორ დღეში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ ამ თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

დღის ამბები