18 ივლისი 2018,   11:07
ვრცლად
"ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას" - მარგველაშვილი წულუკიანზე

გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატზე გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, ლეგიტიმურია კითხვები, რომელიც არასამთავრობო სექტორს თეა წულუკიანთან დაკავშირებით აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძის მიერ გამოთქმულ პროტესტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზარალებულს აქციების მოწყობა არ უნდა სჭირდებოდეს. 

„რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მე მარტივად ვდგავარ იგივე პოზიციას, რომ ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას, მე ფაქტად ვხედავ იმას, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის.

"ბუნებრივია აქ წვლილი იუსტიციის მინისტრსაც გასააზრებელია. მიმაჩნია, რომ იმ სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, რომელიც სულ ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, როლებსაც ჩვენ რუსთაველზე ვისმენდით, არ იყო მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან ან შსს-სთან, რომ მიაღწიოს სამართალს. მე ვიზირება იმ პოზიციას, რომელიც აქვს საზოგადოებას, იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯები იყო გადასადგმელი,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები