18 ივლისი 2018,   10:55
ვრცლად
მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე უმაღლეს საბჭოში შესვლას და პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ

უმაღლეს საბჭოში შესვლას და პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ ყოფილი დეპუტატები, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე.

ისინი აცხადებდნენ, რომ მათ სახელებზე უმაღლეს საბჭოში დაშვებულია საშვები, თუმცა, პოლიცია მათ შესვლის უფლებას არ აძლევს.

ყოფილ დეპუტატებს რამდენიმე თემაზე სურდათ პრეზიდენტთან საუბარი და მათ შორის, აჭარის მთავრობის თამჯდომარის კანდიდატურაზეც.

„ისეთი ადამიანები დავინახე შესული, რომელიც სესიებს არ ესწრება საერთოდ, ეს მოცემულობაა დღეს ქვეყანაში და, თუკი დღეს პრეზიდენტს არ აინტერესებს, მურმან დუმბაძეს და მედეა ვასაძეს მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით რა აქვთ სათქმელი, მე საღამოს უკვე სხვანაირად დაველაპარაკები,“ - განაცხადა პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ.

პრეზიდენტმა ისე დატოვა შენობა, რომ ყოფილი დეპუტატებს არ შეხვედრია.

დღის ამბები