19 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთისა და აშშ-ის ურთიერთობა უმაღლეს დონეზექ და განსაკუთრებულია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აცხადებს, რომ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა "უმაღლეს დონეზეა და ის განსაკუთრებულია".

ამერიკის პრეზიდენტმა ეს განცხადება ტერეზა მეისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან გაზეთ სანში გამოქვეყნებულ ინტერვიუზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ინტერვიუში ტერეზა მეი არ გაუკრიტიკებია.

პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპს კითხვები ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზეც დაუსვეს.

პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა, რომ ის რუს კოლეგასთან უკრაინაზე, სირიაზე, არჩევნებში ჩარევასა და ბირთვულ განიარაღებაზე საუბარს აპირებს.

დღის ამბები