25 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტი - გიორგი ქობულიამ დეპუტატებთან გაკეთებული განცხადება ჟურნალისტებთან შეცვალა

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებთან და ჟურნალისტებთან განსხვავებული განცხადებები გააკეთა.

კომიტეტის სხდომაზე პროექტის გადახედვის შესახებ გაკეთებული კომენტარი გიორგი ქობულიამ მედიასთან შეცვალა.  

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, მას პარლამენტის წევრებთან არ უთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, მან იგულისხმა, რომ ის არის მასშტაბური პროექტი და სხვა პროექტებთან ერთად მასაც შეისწავლიან.

ქობულიას თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ანაკლიის პორტზე არ უსაუბრიათ. 

„ჩვენ, პრინციპში, უნდა გადავხედოთ არა ანაკლიის პორტს, არამედ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის და ლოგისტიკური დერეფნის სტრატეგიას მთლიანობაში. ეს არ არის მარტო პორტის, ან მარტო რკინიგზის საკითხი. ეს უნდა იყოს გადახედილი მთლიანობაში და აქ უნდა იყოს გადახედვა და გავიაზროთ ახლიდან, როგორ უნდა წარვმართო და რა კორექტივები შევიტანოთ ამ სფეროში, საქართველოს განვითარებაში. ეს არის კომლექსური ამოცანა. სიტუაცია მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება და უნდა ინახოს ტვირთბრუნვები, უნდა ინახოს, რა შეგვიძლია, მოვიზიდოთ. აქედან იქნება მერე გეგმა შედგენილი,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები