10 დეკემბერი 2018,   18:33
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტის გადახედვის საკითხი - ოპოზიცია გიორგი ქობულიას მწვავედ აკრიტიკებს

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თუ აღნიშნული პროექტი გადაიხედება, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება და ამიტომ ანაკლიის პორტის პროექტის გადახედვა დაუშვებელია. 

„მომავალი მინისტრი, რომელსაც არა აქვს წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკაზე და ამის გამო არ ვაკრიტიკებთ ჩვენ და ამას არ ვუთვლით განსაკუთრებულ მინუსად, თუმცა, დიდი მინუსია. მეორე მხრივ, არ იცის და ამავე დროს მას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ანაკლიის შესახებ რაღაც ორჭოფული, ორაზროვანი იდეები გამოთქვა. ეს ნიშნავს, რომ ეს უკვე სადღაც აქვს მოსმენილი. ეს არის ძალიან სახიფათო მიდგომა. ვინც ანაკლიის პროექტს რაიმეთი დააზიანებს, ის პირდაპირ არის ქვეყნის მოღალატე. ვინც ანაკლიის პროექტს ხელს შეუშლის, ეს პირდაპირ არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში, პირდაპირ ანტიდასავლური პოლიტიკის მატარებელი,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის შეფასებით, ანაკლიის პროექტის გადახედვა ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნება.

„დამაზიანებელი განცხადებაა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის მხრიდან, ანაკლიაზე რაც თქვა. მცირეოდენი ეჭვის გაჟღერებაც კი დღეს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორებს დააფრთხობს და ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ანაკლიის კონსორციუმს. უბრალოდ, კონკრეტულ პროექტზე კი არ არის ლაპარაკი და იმაზე, რომ ასე ჩვენი ქვეყანა, როგორც ლოჯისტიკური ჰაბი, ვერ განვითარდება, პრობლემა იმაშია, რომ 2-3 წელიწადში სხვადასხვა მთავრობის მიერ ასე დიამეტრალურად საწინააღმდეგო განცხადებების კეთება ქვეყანას სანდოობას უკარგავს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები