10 დეკემბერი 2018,   18:33
ვრცლად
ამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს საერთოდ არ ვფიქრობ - ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი

„ამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს მე საერთოდ არ ვფიქრობ,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ვანო მაჭავარიანმა, განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის ფინანასთა სამინისტროში საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება.

ვანო მაჭავარიანმა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია. 

"მოადგილეები კვალიფიციურები და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს მე საერთოდ არ ვფიქრობ. შევხედავ სტრუქტურას, შევხედავ პროცესებს და მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმ მცირე მთავრობის კონცეფციაზე, რასაც აქამდე ვამბობდი და პროცესების დიჯიტალიზაციაზე. გვინდა, რომ ეფექტურობა ვნახოთ,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

დღის ამბები