26 სექტემბერი 2018,   11:44
ვრცლად
ახალი სახე არ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც დღემდე არ უმუშავია და დღეს პირდაპირ მინისტრობა უნდა ისწავლოს - ბაქრაძე ახალ მინისტრებზე

მინისტრობის კანდიდატები და პრემიერ-მინისტრი ფრაქცია  პატრიოტთა ალიანსის  წევრებთან შეხვედრის შემდეგ უკვე ნაციონალური მოძრაობის წევრებს ხვდებიან.

შემდეგი შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან გაიმართება, ხოლო ბოლოს მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კითხვებს უპასუხებენ.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მცირე მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, აცხადებს, რომ გამოუცდელი გუნდის წევრები ქვეყანაში სტაბილური გარემოს შექმნას ვერ შეძლებს.

"ვერც შემადგენლობით, ვერც ხედვით, ვერც პოლიტიკური წონით, ეს ვერ იქნება ის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურ განვითარებას და მოსახლეობის წინაშე მდგომი პრობლემების გადაწყვეტას. ახალი სახე არ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც დღემდე არ უმუშავია და დღეს პირდაპირ მინისტრობა უნდა ისწავლოს მთავრობაში. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ახალი სახე საპარლამენტო დემოკრატიაში არის, მაგალითად, პარლამენტის წევრების გადასვლა. რატომ არ მოხდა ამ შემთხვევაში? არავინ არ არის უმრავლესობაში პარლამენტის წევრი, რომელიც შეიძლებოდა, მინისტრად გადასულიყო? პრობლემა გახლავთ ის, რომ განახლების ძალიან სწორი ლოზუნგის ქვეშ სინამდვილეში მოდის გუნდი, რომელსაც არავინ იცნობს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არა აქვს," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები