25 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
წყალდიდობა ონის რაიონში - ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა

წყალდიდობა ონის რაიონში - ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, წაღებულია ხიდები და გზები.

წყალმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც დატბორა. წყალდიდობის გამო, რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა, საიდანაც მოსახლეობა გამოსვლას ვერ ახერხებს.

ადგილობრივები შველას ითხოვენ. სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ.

„ძლიერმა წვიმამ გამოიწვია მდინარე რიონის ადიდება. სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯები დაზიანდა, შესაბამისად, პატარა ღები მოწყვეტილია ამ ეტაპზე გარესამყაროს. ამ ეტაპზე კონკრეტულად პატარა ღებთან სამუშაოს ვერ ვახორციელებთ, ველოდებით მდინარეში წყლის დონის დაკლებას. დაზიანებულია რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი, კერძოდ, ბოსტანი და ყანა დაუზიანა რამდენიმე ოჯახს,“ - განცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.

დღის ამბები