24 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის 2 ჩვილი

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას  სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ჩვილია.   

ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოჰყვა, საიდანაც სამი - ორი ბავშვი და მამა დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დღის ამბები