19 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
გაუგებარია, როდიდან გახდა ზურაბ ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილის ქომაგი და ლობისტი - ზაქარია ქუცნაშვილი

„ჩემთვის გაუგებარია, როდიდან გახდა ზურაბ ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილის ქომაგი და ლობისტი,“ - ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ევროპული საქართველოს წევრის მისამართით გააკეთა, რომელმაც მამუკა ბახტაძისა და გიორგი კვირიკაშვილის საქაღალდეში ერთი და იგივე სიტყვები ამოიკითხა.

ქუცნაშვილის აზრით, ზურაბ ჭიაბერაშვილი შესაძლოა, ახალი და ძველი პრემიერის დაპირისპირებას ცდილობდეს.

„ეს მისი ქომაგობა და ლობისტობა გამომდინარეობს მისი გულწრფელობიდან თუ ინტრიგის დათესვიდან ძველსა და ახალ პრემიერმინისტრს შორის, რომ რამენაირად მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობა გადაზარდოს გიორგი კვირიკაშვილთან დაპირისპირებაში,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები