24 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებულის სკანდალური ჩვენება - რამაზ მარგოშვილს ხვალ დაკითხავენ

ტერორიზმში ბრალდებულ რამაზ მარგოშვილს რამდენიმე დღის წინ მიცემულ სკანდალურ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელიც კურიერმა გაასაჯაროვა, ციხეში ხვალ დაკითხავენ.

თუმცა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ახალი გამოძიება არ დაწყებულა. არ დაკითხულან სუს-ის მაღალჩინოსნებიც.

ჩვენების მიხდვით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აჰმედ ჩატაევთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა.

მარგოშვილი აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა გავლენიანმა ლიდერმა, თანამშრომლობის სანაცვლოდ, სუს-ს ქართველი ბიზნესმენისგან ვალის - 300 ათასი დოლარის, ამოღებაში დახმარება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ტერორიზმში ბრალდებული ეჭვობს, რომ კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ჩიმაკაძე და მისმა მოადგილე, ხვიჩა ლორია, ამ თანხის მითვისებას ცდილობდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები