25 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
მასშტაბური შემოწმება ბაზრებსა და მსხვილ ობიექტებში - "სურსათის ეროვნული სააგენტო" საზამთროსა და ნესვში ნიტრატების ოდენობას ამოწმებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სარეალიზაციოდ გამოტანილ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მასშტაბური შემოწმებები დაიწყო. 

სპეციალისტებმა ნიმუშები, მონიტორინგის მიზნით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში აიღეს.

მათი ინფორმაციით, ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, ნიტრატების ოდენობა საზამთროსა და ნესვშიც ნორმაშია. 

დღის ამბები