19 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
მარგველაშვილი ჩემთვის არის ნამღერი სიმღერა, რომელმაც ვერ მოიტანა შედეგი ქვეყანაში - გიორგი ვაშაძე

9 ოპოზიციური პარტიის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა სამშაბათს დასახელდება. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხვალ დაფუძნდება საზოგადოებრივი მოძრაობა ძალა ერთობაშია, მოეწერა სპეციალურ დოკუმენტს ხელი, სადაც გაწერილი იქნება საზოგადოებრივი მოძრაობის სამოქმედო გეგმები.

როგორც 9 ოპოზიციური პარტიის ლიდერები განმარტავენ, შეიძლება ითქვას, ისინი უკვე შეთანხმდნენ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე.

 ახალი საქართველოს თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, ახალი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ქვეყანას ძლიერ გუნდს შესთავაზებენ.

„ეს იქნება სრულიად ახალი, ახალი იდეის გარშემო გაერთიანება, რომელიც ახალ პერსპექტივას შესთავაზებს საქართველოს, ერთიან კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში და ძალიან მძლავრ გუნდს. მარგველაშვილი ჩემთვის არის ნამღერი სიმღერა, რომელმა სიმღერამაც ვერ მოიტანა თავის შედეგი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, 5 წელს რომ გადავხედოთ, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სტატუსით გაცილებით მეტი შეეძლო გაეკეთებინა ადამიანს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური გაერთიანების სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი, აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბრძოლის მხოლოდ პირველი ეტაპია.

„საპრეზიდენტო არჩევნები იქნება პირველი ეტაპი, რომელიც შემდგომშიც გაგრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ ეს წარმოგვიდგენია, როგორც გრძელვადიანი პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს არა მარტო პოლიტიკურ ორგანიზაციებს, არამედ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შემოუერთდნენ ამ პლატფორმას,“ - განაცხადა დამფუძნებელი ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე, ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ჩაეყარა საფუძველი, რასაც ჰქვია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატის დასახელება.  

„ერთიანი კანდიდატი ბევრად უფრო ძლიერი იქნება,“ - აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ.

დღის ამბები