25 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
მესამე სექტორის მიმართვა პრემიერს - არასამთავრობოები ღია მმართველობის პროცესის კოორდინირებისგან იუსტიციის სამინისტროს ჩამოშორებას ითხოვენ

მესამე სექტორის მიმართვა პრემიერ-მინისტრს - ოთხი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მამუკა ბახტაძეს სთხოვს, გადაიბაროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესის კოორდინირება.

ამის მიზეზად სამოქალაქო სექტორი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებს ასახელებს, რაც, მათი მტკიცებით, საქართველოს, როგორც წლევანდელი თავმჯდომარე ქვეყნის, რეპუტაციას სერიოზულად აზიანებს.

„მთავარი მოთხოვნა მთავრობის მიმართ, რომ ჩაედოთ გეგმაში, იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. შემდეგ ჩვენ რაღაც კომპრომისზე წავედით და შევთავაზეთ, რომ ერთად შევისწავლოთ საჭიროებები იმ გამოწვევებზე, რომელიც  ელიტურ კორუფციას შეეხებოდა, რა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ამაზეც უარი გვეთქვა და ასევე, ეს ავადსახსენებელი "ინფორმაციის შესახებ" კანონი, რომელიც უკვე ყოველგვარ ვადას და ზღვარს სცილდება მისი არმიღება. მოვუწოდებ  პრემიერ-მინისტრს, რომ ამ სამიტის წინ მაინც გადადგას ეს ნაბიჯი და თავის დონეზე აიყვანოს OJP-ი სამდივნო,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი მოიცავს მმართველობის გამჭირვალობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივებას, რაც სამოქმედო გეგმაში არ არის ასახული. არასამთავრობოები ამბობენ, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტრო არის ის უწყება, რომელსაც უნდა გაეწია კოორდინაცია ამ პროცესისთვის. 

„დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელზეც წლებია, მიმდინარეობს საუბარი, ჩვენ ერთობლივად ვითხოვთ აი, ესეთი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას, რადგანაც დღეის მდგომარეობით, ეს ფუნქციები განაწილებული აქვს  რამდენიმე უწყებას, მათ შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ შეთავაზებაა, რომ ის იყოს ანგარიშვალდებული პირდაპირ პარლამენტის წინაშე. იყოს გამჭირვალე, რაც აკლია დღევანდელ მოდელს. IDFI-მ საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ, რომ კომპანიების ბენეფიციარები იყოს  რეგისტრირებული, შეიქმნას ერთიანი ბაზა და იყოს გამჭირვალე. ასევე, შესყიდვების მხრივ რამდენიმე მიმართულება, ქვეკონტრაქტორების გამჭირვალობა,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. 

დღის ამბები