25 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
რაჭაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

რაჭაში სტიქიის შედეგებს ითვლიან. უხვი ნალექის შდეგად ადიდებული რიონი კალაპოტიდან გადავიდა. წაღებულია ხიდები, გზები, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები. მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავალი მთლიანად განადგურებულია.

„გაფუჭებულია ყველაფერი. რომ მოდიოდა 5 ტონა კარტოფილი, ახლა მოვა 2 ტონა. წაიღო ყველაფერი. ნახევარი ყანა არაფერში აღარ გამოიყენება. ნათესები სულ წაიღო,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ზარალის დამთვლელი კომისიას ადგილზე არ მისულა და მათთვის უცნობია, აუნაზღაურდებათ თუ არა ზარალი.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელი ღები დაზარალდა.

ამ ეტაპზე იმ ადგილზე, სადაც დიდებულმა მდინარემ სოფლის ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა, ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს შემოვლითი გზის გაყვანაც.

სოფლის გამგებელი ამბობს, რომ გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ შესაბამისი კომისია დაიწყებს ზარალის შესწავლას. თუმცა, ონის მერი აცხადებს, რომ მოსახლეობას სავარგულები დაზღვეული არა აქვს, ამიტომ უცნობია, მოხდება თუ არა მათთვის ზარალის ანაზღაურება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები