16 ოქტომბერი 2018,   21:42
ვრცლად
„თამაში ჰინომის ველზე“ - ახალ პროექტი, რომელიც ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმთან ერთად არის წარმოდგენილი

„თამაში ჰინომის ველზე“ - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც არტისტმა შოთიკო აფციაურმა, ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმთან ერთად, წარმოადგინა.

ინსტალაცია ინფორმაციულ ერაში იგნორირებულ საკითხებს ეხება და მნახველს ამ თამაშის თანამონაწილეს ხდის.

„ეს არის ჩემი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ჩვენი სოფლებიდან კვლავ ქრებიან ადამიანები და ის, რასაც ამბობენ, რომ სპორტს არ ეხება პოლიტიკა, ეს ყველაფერი მაინც მთავრდება, როდესაც ასეთი რაღაც ხდება რუსეთში. ინსტალაციაშია წარმოდგენილი აფხაზეთის ომში ნაომარი დროშა,“ - განაცხადა პროექტის ავტორმა. 

დღის ამბები