23 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - ოპოზიციის თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს ებრძვის 

„ისინი თვლიან, რომ ბატონი მარგველაშვილი არის საფრთხე,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.

ნიკა მელიას განცხადებით, მმართველ გუნდს ეშინია, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას ხმებს წაართმევს.

„ბატონ მარგველაშვილისა და ბატონ ივანიშვილს შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია, გრძელდება და ამ დაპირისპირებით დაიღალა ხალხი. ის ხალხი, რომელიც უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინშია. ისინი თვლიან, რომ ბატონი მარგველაშვილი არის საფრთხე, რომ ბევრი ხმა წაართვას ქართული ოცნების კანდიდატს. ამიტომაც ებრძვიან ბატონ მარგველაშვილს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს ებრძვის.

ქართული ოცნებამ ტრადიციულად ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რაც ძალიან აზიანებს ქვეყანას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტი იყოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომ არა უბრალოდ მუდმივად ეკინკლაოს ქართულ ოცნებას, არამედ ქვეყანას და ხალხს შესთავაზოს ისეთი ხედვა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  

დღის ამბები