22 აგვისტო 2018,   11:34
ვრცლად
თელავში მეშვიდე-მერვე საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ ნაგებობას მიაკვლიეს

თელავში მეშვიდე-მერვე საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ ნაგებობას მიაკვლიეს. აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის კერამიკის ნაკეთობები. ასევე კოშკები, რომელსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. სპეციალისტებმა გალავნის ფრაგმენტებსაც მიაკვლიეს.

ვარაუდობენ, რომ თავის დროზე თელავში ეს ადგილი სტრატეგიულად გამორჩეული იყო და ქალაქის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა.

არქეოლოგიურ-დაზვერვითი სამუშაოებისთვის თელავის მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო.

დღის ამბები