აფეთქება ქაბულში - ავღანეთის სოფლის განვითარების სამინისტროს შესასვლელ კართან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე დაშავებულია, სულ მცირე ექვსი ადამიანი.
არსებული ონფორმაციით, აფეთქება, ადგილობრივი დროით, 16:30 საათზე მოხდა. ამ დროს სამინისტროს თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ.
თვითმხილველების განცხადებით, ტერორისტი თავდასხმას იმ ავტომანქანაზე გეგმავდა, რომელსაც სამინისტროს შენობიდან გასვლის შემდეგ უცხოელები გადაჰყავდა.
ამ სამინისტროსთან ივლისში ეს უკვე მეორე აფეთქებაა. 11 ივლისს მომხდარი ტერაქტისას 17 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.