25 აპრილი 2024,   10:42
ვრცლად
აგენტები თუ მზრუნველი მეზობლები - მარნეულში სმიტების ოჯახის კავშირს უცხო ქვეყნის აგენტურასთან გამორიცხავენ

რაიანი, ლორა და ქაილები სმიტები - ხადას ხეობაში მოკლული ოჯახის გარშემო ვერსიების არ ილევა. ვინ იყვნენ სმიტები, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც საზოგადოების ნაწილის სვამს.

კითხვები კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ოჯახის უფროსი კარგად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას. მარნეულში, სადაც სმიტები ცხოვრობენ, ამბობენ, რომ დაიწყო ჭორები იმის შესახებ, რომ მოკლულები აზერბაიჯანი-საქართველოს აგენტები იყვნენ.

მოკლულების მეზობლები კი მსგავსი ვერსიების გავრცელების სასტიკი წინააღმდეგები არიან და ამბობენ, რომ ხალხს ლაპარაკის საბაბი გამოძიებამ მისცა, როცა მომხდარს ჯერ "უბედურ შემთხვევას" უწოდებდნენ, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რაიანი და 4 წლის ბავშვი იარაღით მოკლეს. ვინც სმიტებს იცნობდა, მათ ნებისმიერ საეჭვო საქმიანობას გამორიცხავს და მსხვერპლებზე ისტორიების შეთხზვა მათთვის მიუღებელია.

როგორია სმიტების ნამდვილი ისტორია? - საკუთარ ამბავს თავად რაიან სმიტი ვებგვერდის და მეიდან ტვს საშუალებით ყვება. ცნობილია, რომ 1975 წელს დაბადებულმა კალიფორნიელმა რაინ სმიტმა ბერკლის უნივერსიტეტში მშვიდობისა და კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტი დაამთვარა. შემდეგ მოგზაურობის სიყვარულმა სხვადასხვა ქვეყანაში მიიყვანა - იყო თურქეთში, 2002 წელს აზერბაიჯანში აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე წელი დარჩა, ენასთან ერთად ხალიჩების კულტურა შეისწავლა და ბიზნესი დაიწყო. თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია, ამერიკაში დაბრუნდა და დაოჯახდა. 2010 წლისთვის საქართველოში ხელახლა დაინტერესდა ხალიჩებით, მეუღლე ლორა სახელმწიფო პროგრამით მარნეულის მე-3 სკოლის პედაგოგი იყო. კლასში ახალი მეთოდი შეიტანა, ხანდახან რაიანთან ერთად სახალისო სავარჯიშოებით ინგლისურს ასწავლიდა. 

დღის ამბები