16 ოქტომბერი 2018,   21:42
ვრცლად
პაატა ბურჭულაძის საქმე ბრალდებულის გარეშე - მსოფლიო ბანის საქმეს უცხოელი იურისტები იცავენ

მომღერალს და ფონდ იავნანას დამფუძნებელს, პაატა ბურჭულაძეს, საქართველოში უცხოელი იურისტები იცავენ. პაატა ბურჭულაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას აქტიური ბრძოლის დაწყებით უპირისპირდება.

მომღერლის უფლებებს ავსტრიელები იცავენ. პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ინტერნეტისა თუ ანონიმური ზარების საშუალებით, მისი იმიჯის ნგრევა მსოფლიოს თეატრებში დაიწყეს.

ბურჭულაძის საქმეს, ბრალდებულის გარეშე, მიზანი აქვს, თუ როგორ წაართვა მან ფული ბავშვებს, როგორ გამდიდრდა თვითონ და სიღარიბეში დატოვა მრავალშვილიანი ოჯახები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ოჯახს ცხოვრებისათვის შეუსაბამო სახლი გადასცეს. იავნანას არქივიდან კი ცხადი ხდება, რომ ოჯახისთვის სახლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეარჩია. მანვე აიღო სახლის გარემონტების ვალდებულება.

პაატა ბურჭულაძეს, უამრავი სხვა ქართველი არტისტებისგან განსხვავებით, ფონდი ქართუს შემწეობა, დახმარება თუ სტიპენდია არასოდეს მიუღია.

ერთადერთი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, იყო პატრიარქის საღამო პარიზში. ივანიშვილის ფულს ბურჭულაძის ფონდის ანგარიშები არ გაუვლია. ის პირდაპირ გადაერიცხა საქართველოს საელჩოს საფრანგეთში.

ერთადერთი სცენა, რომელიც ბურჭულაძემ 40 წლის განმავლობაში ოვაციების გარეშე დატოვა, პოლიტიკური სცენა იყო. მსოფლიო ბანი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკოსის სტატუსის გარეშეც, საზოგადოებრივი აქტივობით შეუძლია ცვლილებების მოტანა.

დღის ამბები