18 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვალა - ევროკავშირის დასაქმების პროგრამა

ევროკავშირის დახმარებით მაია ლომიძის და დავით ხაბეიშვილის ცხოვრება ორი წელია, რადიკალურად შეიცვალა. ისინი, მრავალწლიანი უმუშევრობის შემდეგ, მელიორაციის სამსახურში დასაქმდნენ.

დავითის სამუშაო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია. დავით ხაბეიშვილის მსგავსად, ევროკავშირი დასაქმებაში მაია ლომიძესაც დაეხმარა.

მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებისკენ მიმავალი გზა ამ ადამიანებმა ევროკავშირის დახმარებით გაიარეს.

ევროკავშირის წყალობით საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა აფხაზეთიდან დევნილი ელისო კვიჟინაძის შემოქმედება.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ელისოს მსგავსად, კიდევ 26-მა ადამიანმა დაფინანსება მოიპოვა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროგრამისა და დევნილებისთვის განკუთვნილი პროექტებისთვის ევროკავშირმა 850 ათასი ლარი დახარჯა.

 

 

ავტორი: ნანა სისვაძე 

დღის ამბები