22 აგვისტო 2018,   09:48
ვრცლად
22 ჭრილობა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდას მიაყენეს - ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

რამდენიმე დღის წინ თბილისში მოკლული 22 წლის ახალგაზრდას ოჯახი დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს.

ექსპერტიზის დასკვნით, მოკლულს 22 ჭრილობა აქვს მიყენებული და გამოყენებული რამდენიმე დანა, თუმცა, გამოძიებას მხოლოდ ერთ პირი ჰყავს იდენტიფიცირებული. ოჯახი კი ამტკიცებს, რომ 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში 10-15 პირი მონაწილეობდა.

„სხვადასხვა იარაღით არის მიყენებული.  პატარა ჭრილობებიც იყო და წელზე აქვს უფრო დიდი ზომის და კისერზე აქვს უფრო პატარა. ჩხუბი ჰქონიათ რამდენიმე თვის წინ, მაგრამ მიზეზი ნამდვილად არ ვიცი,“ - განაცხადა მოკლულის დამ, მარიამ სარქსიანმა.

სარქსიანები ამბობენ, რომ გამოძიებას ოჯახი არ გამოუკითხავს. მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებული არავინ არის და მკვლელები გარეთ თავისუფლად დადიან, აქვთ შიში, რომ საფრთხე თვითმხილველებსაც ემუქრებათ.

„როგორც მეზობლები იძახიან, ვინც შორიდან დაინახა, ვინც იმ წუთას ქუჩაში იყო, იძახიან, რომ ბევრი ურტყამდა. მარტო ერთი და ორი ადამიანი არ იყოო. ვინც იჯდა მანქანაში, ყველა ურტყამდა. ჯერჯერობით ეს მკვლელები არიან გარეთ და ჩვენც გვეშინია იმიტომ, რომ არავინ არ არის დაჭერილი,“ - განაცხადა მოკლულის დამ, მარიამ სარქსიანმა.

საქრსიანების მეზობლები კი, ვინც მომხდარი დაინახა, ამბობენ, რომ მოკლულს 10-მდე პირი ურტყამდა.

„ბავშვი რომ ძირს დავარდა, დაიწყეს ხელებით და ფეხები ცემა. დავიწყე ყვირილი, ბავშვი მოკლეს,“ - აცხადებს ერტ-ერთი თვითმხილველი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები