24 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
ხმა არ გაგვიგია, ჰაერის დატრიალება ვიგრძენით - მეშახტეები ტრაგედიას იხსენებენ

ტყიბულში, მინდელის შახტთან, ტრაგედიის ადგილზე, გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრები იკრიბებიან.

4 დაღუპული მეშახტის ვინაობა ამ დრომდე ოფიციალურად არ გავრცელებულა, თუმცა შახტის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევა, რომელსაც 4 მეშახტე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა, პირველ უბანზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები და გარდაცვლილები შახტიდან სხვა მეშახტეებმა ამოიყვანეს. მომხდარის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

„4 მკვდარია. 6 გამოვიყვანეთ ერთი საათია. ხმა არ გაგვიგია ჰაერის დატრიალება ვიგრძენით სხვა უბანში, ჩვენი ათისთავი დაუკავშირდა დისპეტჩერს, უთხრეს, რომ პირველ უბანს ვერ უკავშირდებოდნენ. გავიქეცით იქ და დაგვხვდა ასეთი მდგომარეობა,“- ამბობს შახტის თანამშრომელი.

ტყიბულში მინდელის შახტში დღეს დილით 4 მეშახტე გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები