24 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
მინდელის შახტის დახურვის მიუხედავად, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე მინდელის შახტში დაღუპული მუშების ოჯახებს თანაუგრძნობს. 

მამუკა ბახტაძის თქმით, მინდელის შახტი დაიხურება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინდელის შახტი მუშაობას მანამდე შეაჩერებს, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და ასევე, საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და  თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.

სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შახტში დასაქმებულებს  ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი,“ - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში ტრაგედია გამთენიისას მოხდა, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. დაშავებულები მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში იმყოფებიან, რამდენიმე მათგანი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

დღის ამბები