24 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
პუტინისა და ტრამპის პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა - ჰელსინკი მედიის ყურადღების ცენტრშია

ჰელსინკში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა მიმდინარეობს.

ოფიციალური დღის წესრიგი არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ პრეზიდენტები ილაპარაკებენ უკრაინის კრიზისზე, სირიასა და შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის საკითხზე. დონალდ ტრამპი იმ 12 რუსი აგენტის ექსტრადირების თემასაც წამოწევს, რომლებსაც ორი დღის წინ მალერის კომისიამ 11 პუნქტიანი ბრალდებები წაუყენა.

შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამიტს კონკრეტულ საკითხებზე კარგი შედეგი მოჰყვეს.

პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, დაგეგმილია პრეზიდენტთა სამუშაო სადილი დელეგაციებთან ერთად. მოგვიანებით კი ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას ჩაატარებენ.

დღის ამბები