24 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
სოციალურ ქსელში გავრეცლებული შემზარავი კადრები - ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში მომხდარს "პროვოკაციად" აფასებენ

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში სოციალურ ქსელში გავრცელებულ საზარელ კადრებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ.

სამსახურის უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას, მტკიცებით, ვიდეომასალა მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

გავრცელებულ კადრებში ცხოველთა თავშესაფარში არსებული ვითარებაა ასახული. აქ, დახოცილ ძაღლებთან ერთად, ჩანს მომაკვდავი ლეკვიც, რომელიც ყურადღების გარეშეა მიტოვებული.

ცხოველთა უფლებადამცველები ვახტანგ ლომჯარიას გადადგომის მოთხოვნით დღეს მერიასთან აქციას გამართავენ. 

დღის ამბები