24 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება გამოძიებისა და საერთაშორისო ექსპერტიზის დასრულებამდე შეწყდება - სოზარ სუბარი

ტყიბულში იმყოფება ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი. მისი თქმით, ტრაგედიის ადგილზე პრემიერის დავალებით ჩავიდა, რათა დაგეგმილ კოორდინაციაში მიიღოს მონაწილეობა.

სუბარის განცხადებით, გამოძიების გარდა, ტრაგედიის ადგილზე დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება. 

„ჩამოვედი პრემიერის დავალებით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ტყიბულის შახტები გახდა არაერთი ადამიანის სიკვდილის მიზეზი და ამას ბოლო უნდა მოეღოს.

"პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით შეწყდა მუშაობა. დაიხურება ეს შახტები და აღარ გაგრძელდება იქ მუშაობა, სანამ არ მოხდება სრული გამოძიება, არამხოლოდ სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც დაწყებულია დილიდან, არამედ საერთაშორისო ექსპერტიზა სანამ არ ჩატარდება და სანამ არ გვექნება დასკვნა, რომ იქ მუშაობის გაგრძელება არის უსაფრთხო,“ - აცხადებს სუბარი.

ტყიბულში ასევე ჩავიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია.

მისი განცხადებით, არ ღირს მაღალი რისკის პირობებში გაგრძელდეს შახტებში მუშაობა, სწორედ ამიტომ ქვანახშირის მოპოვება ექსპერტიზებისა და გამოძიების დასრულებამდე შეწყდება. 

დღის ამბები