23 ოქტომბერი 2018,   21:20
ვრცლად
პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა - ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ არაფერი თქმულა

ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის  პირისპირ პირველი შეხვედრა გაიმართა. თითქმის ორსაათიანი მოლაპარაკების შედეგებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი კმაყოფილი ჩანდა. ტრამპთან პირველ პირისპირ მოლაპარაკებებს "წარმატებული" უწოდა ვლადიმერ პუტინმაც.

სამიტის დაწყება ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში ვლადიმერ პუტინის გამო დაგვიანდა. რუსეთის ლიდერი ჰელსინკიში იმ დროს ჩავიდა, როდესაც დონალდ ტრამპი სასტუმროდან სასახლეში უნდა გამგზავრებულიყო.

მოლაპარაკებების წინ პრეზიდენტებმა, მასპინძელთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და პირისპირ შეხვედრაც ამის შემდეგ დაიწყო. ორი საათის შემდეგ კი დიალოგი გაფართოებულ ფორმატში - სამუშაო სადილის ფარგლებში, სასახლის სარკეებიან დარბაზში გაგრძელდა.

სამიტის ოფიციალური დღის წესრიგი არ არსებობდა. თუმცა, ლიდერებმა ყველა აქტუალური თემა განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობიდან და ბირთვული განიარაღებიდან დაწყებული, ყირიმის ანექსიით დამთავრებული. საქართველო მათ შორის არ ყოფილა.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია ყირიმის რუსეთთან მიერთებაზე უცვლელი დარჩა.

ლიდერებმა ილაპარაკეს ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სირიის კრიზისებზეც.

ეს იყო დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა, რომელიც, საერთო ჯამში, 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ჰელსინკიში, მნიშვნელოვანი სამიტის გამო, უსაფრთხოების ზომები იყო გაძლიერებული.  

 

 

 

დღის ამბები