19 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
"საქნახშირის" შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მტკიცებით, ტყიბულის შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო

ტყიბულის პოლიციის განყოფილებაში კომპანია "საქნახშირის" შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა. სწორედ გელა გაბელაშვილთან ჰქონდათ სამათალთალდამცველებს გუშინ შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი შეკითხვა. დაკითხვიდან გამოსული გაბელაშვილის თქმით, შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და ამას გამოძიებაც დაადასტურებს. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მოკვლევა დილიდან განახლდება. პარალელურად, დღეს საქართველოში გერმანელი ექსპერტების ჩამოსვლას ელოდებიან, რომლებიც შახტში არსებულ ვითარებას შეისწავლიან.

დღის ამბები