25 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
სუს-ის თანამშრომლობა ჩატაევთან - რამაზ მარგოშვილს ციხეში გვიან ღამემდე ჰკითხავდნენ

გვიან ღამემდე გაგრძელდა ციხეში ტერორიზმში ბრალდებულ რამაზ მარგოშვილის დაკითხვა - საქმე ეხება მის მიერ რამდენიმე დღის წინ მიცემულ სკანდალურ ჩვენებას.

ჩვენების მიხდვით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აჰმედ ჩატაევთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა.
გარდა ამისა, მარგოშვილი კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მის მიმართ მუქარაში ადანაშაულებს.

„ჩვენება შეეხებოდა კონკრეტულად სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებს. როგორ აძალებდა ირაკლი ჩიმაკაძე ხვიჩა ლორიასთან ერთად ეთანამსრომლა და ურთიერტობები ჰქონოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ირაკლი ჩიმაკაძემ ჩაიყვანა სარდაფში და იარარის გამოყენებით განახორციელა მუქარა რამაზ მარგოშვილის მიმართ,“-ამბობს ადვოაკტი ინგა ბოლოთაური.

დღის ამბები