23 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
იტალიის პრემიერმა ნათლად დააფიქსირა საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა, რუსული ჯარის გაყვანის აუცილებლობა - მარგველაშვილი

საქართველო-იტალიის პრეზიდენტებმა გამართულ შეხვედრაზე სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ნატო-ს სამიტზე საქართველოს შესახებ მიღებულ დეკლარაციასა და სამიტის შედეგებზეც. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ იტალიასთან თავდაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების, განათლებისა და სხვა მიმართულებით გაფორმებული მემორანდუმები ქვეყნებს შორის მომავალ პარტნიორობას ხელს შეუწყობს.

"ნატოს სამიტზე იტალიის პრემიერმა ძალიან ნათლად დააფიქსირა თავის გამოსვლაში მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, დააფიქსირა საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა, რუსული ჯარის გაყვანის აუცილებლობა. მადლობას გიხდით ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ ამ ვიზიტზე ჩამობრძანდით,"-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

იტალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ის იტალიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც დამოუკიდბელ საქართველოს ესტუმრა.

"ირაკლია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვაფასებ ნდობას და საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,"-აცხადებს იტალიის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა.

დღის ამბები