20 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მეუფე გრიგოლი შეხვდება - მსჯავრდებულს ინფორმაციას მისი ადვოკატი სეატყობინებს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის მზადყოფნას კიდევ ერთხელ შეხვდეს გიორგი მამალაძეს ციხეში, მსჯავრდებულ დეკანოზს ადვოკატი დღეს პირადად შეატყობინებს.

ადვოკატი თვლის, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მსჯავრდებული მზად არის მეუფეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.

მიხეილ რამიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა და მისი დაკავება საპატიარქოში არსებული გავლენიანი ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული.

„მამა გიორგიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გასცემს. ვისაც კი კითხვა გააჩნია მღვდელმთავრებს,“-ამბობს მიხეილ რამიშვილი.

დღის ამბები