20 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
„ღია მმართველობის პარტნიორობა" - თბილისში ორდღიანი გლობალური სამიტი გაიხსნება

OGP-ის მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში 17-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობს. სამიტის მონაწილეები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებენ და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, თუმცა შეხვედრები სამიტის ფარგლებში უკვე დაიწყო; ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ ბახტაძეს მიმართავენ; მესამე სექტორი, ღია მმართველობის პარტნიორობის მაკოორდინირებელი ორგანოს შეცვლას მოითხოვს და სთავაზობს პრემიერს, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, ეს უფლება თავად გადაიბაროს; არასამთავრობოების შეფასებით, თეა წულუკიანის უწყება, ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

„2000-ზე მეტი რეფორმატორ სხვადასხვა ქვეყნიდან დღეს აქ შეიკრიბა, იმისთვის რომ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. დღეს განვიხილავთ თუ როგორ ვიმუშავოთ ერთად იმისთვის, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ კორუფცია და მეტი თანხები იყოს გამოყენებული სკოლების გზებისა და საავადმყოფოებისთვის. განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საკითხზე.

"უკეთესი მთავრობისა და საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საჭიროა მუდმივი დიალოგი. სამოქალაქო საზოგადოებას შეიძლება ზოგჯერ გააღიზიანოს კიდეც სამთავრობო სექტორი, თუმცა მათ შორის თანამშრომლობა საზოგადოების გაძლიერებას უზრუნველჰყოფს”-განაცხადა OGP-ის ქვეყნების მხარდაჭერის მთავარი ოფიცერმა პოლ მასონიმ.

დღის ამბები