25 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
ჰელსინკის სამიტის პარალელურად, აშშ-ს ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ჰელსინკის სამიტის პარალელურად, შეერთებულ შტატებში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. საუბარია 40 წლის მარია ბუტინაზე, რომელიც ორგანიზაცია "იარაღის ტარების უფლების" თავმჯდომარეა.

გამოძიების ინფორმაციით, მარია ბუტინა კოლუმბიის ოლქში და შეერთებული შტატების სხვა ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ კონსპირაციულ საქმიანობას ეწეოდა.

საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მას პირადი ურთიერთობა ჰქონდა შეერთებული შტატების მოქალაქესთან, რომელსაც ამერიკის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა და ამ ურთიერთობას ბუტინა რუსეთის ინტერესების გასატარებლად იყენებდა.

მარია ბუტინას ოფიციალურად ბრალი შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ წაუყენა. ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

დღის ამბები