23 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
მკვლელობა​ ხადას ხეობაში და მედიით გასაჯაროებული საქმის მასალები - "თავისუფალი საქართველო" პროკურატურას მიმართავს

პარტია "თავისუფალი საქართველო" მთავარ პროკურატურას მიმართავს. საქმე ეხება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასაჯაროებულ მასალებს, რომელიც ხადას ხეობაში მომხდარ მოვლენებს აღწერს. "თავისუფალი საქართველო" მოითხოვს პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის მაღალჩინოსანი, რომლებიც გამოძიების მასალებს ტელევიზიებს უკანონოდ აწვდიან. 

„რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია იმედზე გავიდა სიუჟეტი, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ და სიუჟეტში იმედმა გაასაჯაროვა გამოძიების მასალები. ეს მასალები არ ყოფილა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე,“ - აღნიშნა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ ომანიძემ.

დღის ამბები