20 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველო არანაირ კომპრომისებზე არ წავა - თამარ ჩუგოშვილი

"ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველო არანაირ კომპრომისებზე არ წავა," - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პუტინის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. 

როგორც მან ჟურნალისტებთან  აღნიშნა, ნატო-ში რუსეთის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ რუსეთია და ეს არავისთვის ახალი ამბავი არ არის.  

„ამაში განსაკუთრებული სიახლე არაფერი არ არის, რუსეთს რომ არ უნდა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. არავისთვის საიდუმლო არ არის, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის მთავარი მოწინააღმდეგე. ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ უკვე ვიქნებოდით ალიანსის წევრი, მე ამისი მჯერა. რუსეთი ისევ და ისევ აფიქსირებს იმ პოზიციას, რაც მას ყოველთვის ჰქონდა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და ძლიერი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება, იმიტომ რომ საქართველოსაც და უკრაინასაც იმისთვის, რომ უსაფრთოების გამოწვეებს გავუმკლავდეთ, რაც მოდის რუსეთიდან თუ სხვა მხრიდან, ყველაზე კარგი საშუალება არის ნატო-ს წევრობა. მე ვფიქრობ, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველო არანაირ კომპრომისებზე არ წავა. ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას, რომ მათი მხრიდანაც არანაირი კომპრომისი არ იყოს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღის ამბები