22 აგვისტო 2018,   11:34
ვრცლად
პროკურატურაში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე ქუმსიშვილი და ალავიძე გამოკითხეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ყოფილი მინისტრების გამოკითხვა  ამ ორი სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მოხდა.  

„ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,“ - აცხადებენ პროკურატურაში.

დღის ამბები